სასწავლო სამეცნიერო ცენტრები და კლინიკური ბაზები >> უცხო ენების ცენტრი

 ენების შემსწავლელი ცენტრი

 

 

1. მანანა ქუთელია  - სრული პროფესორი, ცენტრის ხელმძღვანელი
2. ტატიანა ლოლაძე -  ასისტენტ პროფესორი

 

ენების შემსწავლელი ცენტრი (წარსულში უცხოური ენების კათედრა) დაარსდა 1930 წელს. კათედრის პირველი გამგე იყო პროფესორი სიმონ ყაუხჩიშვილი.


1994 წლიდან კათედრას (ამჟამად ცენტრს) ხელმძღვანელობს სრული პროფესორი მანანა ქუთელია.
ენების შემსწავლელ ცენტრში მიმდინარეობს რუსული, ლათინური, გერმანული, ინგლისური, ფრანგული ენების სწავლება. ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობა მუდმივად მიმართულია სასწავლო პროცესის დახვეწისკენ, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის შესაბამისი სახელმძღვანელოების, ლექსიკონებისა და სავარჯიშოების შემუშავებისკენ. ეს საქმიანობა წარმატებით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ამჟამადაც.

 

ცენტრში სტუდენტებს საშუალება აქვთ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული  საათების ფარგლებში დაეუფლონ სასაუბრო და დარგობრივ სამედიცინო უცხოურ ენას (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, ლათინური). გარდა ამისა, ცენტრთან ფუნქციონირებს ენების ინტენსიური სწავლების ფასიანი კურსები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია  დაიწყოს მეორე ან მესამე უცხოური ენის შესწავლა ან განამტკიცოს თავისი ცოდნა.

       პირველად საქართველოში, მხოლოდ ჩვენს ცენტრში კვალიფიციურად ისწავლება სამედიცინო უცხოური ენა და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. კურსებზე სწავლის ხანგრძლივობა 9 თვეა. ცენტრში დასაქმებული არიან უცხოური ენების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. მუშაობა მიმდინარეობს ენების  სწავლების თანამედროვე მეთოდებით და სახელმძღვანელოებით. ცენტრი აღჭურვილია ახალი აუდიო-ვიდეო ტექნიკით, ფუნქციონირებს კომპიუტერული ლაბორატორია, სადაც გაგვაჩნია როგორც ზოგადად უცხოური ენის, ისე სამედიცინო უცხოური ენისა და ტერმინოლოგიის დასაუფლებელი სპეციალური კომპიუტერული პროგრამები.


ძვირფასო მეგობრებო!

თანამედროვე სამყაროში ცხოვრება და წარმატებული საქმიანობა წარმოუდგენელია უცხოური ენების ცოდნის გარეშე. თსსუ ბოლონიის პროცესის მონაწილე ევროპულ უნივერსიტეტთა დიდი ოჯახის წევრია, რაც მისი დიპლომის ევროპის მასშტაბით ცნობადობას გულისხმობს. ზემოხსენებული დიპლომის აღიარების ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა კი - უცხო ენების ცოდნაა. 


 თსსუ ენების შემსწავლელი  ცენტრის ძირითადი ამოცანაა უნივერსიტეტის სასწავლო გეგმის შესაბამისად ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სამედიცინო უცხოური ენისა და ტერმინოლოგიის  (ლათინური, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და სხვ.) სწავლება. გარდა ამისა, უნივერსიტეტის რეზიდენტებისა, და დოქტორანტების ცოდნის სრულყოფა სპეციალური პროგრამის მიხედვით.

  ცენტრთან აგრეთვე ფუნქციონირებს ინტენსიური სწავლების ფასიანი კურსები, სადაც მაღალკვალიფიციური მასწავლებლები დგეხმარებიან უცხოურ ენებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) თქვენი ცოდნის გაღრმავებასა და თქვენი მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის ესოდენ საჭირო სამედიცინო ტერმინოლოგიის ათვისებაში.    ენის შემსწავლელთა ჯგუფები მცირერიცხოვანია, მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ @2  სთ-ის ხანგრძლივობით,  დღის მეორე ნახევარში. კურსებზე მიიღებიან როგორც სტუდენტები, ისე ექიმები და სხვა დაინტერესებული პირები. სწავლებისას გამოიყენება თანამედროვე სასწავლო მასალები. ცენტრი აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიით, სადაც მეცადინეობები ტარდება უახლესი კომპიუტერული პროგრამებით როგორც მასწავლებლების ზედამხედველობით, ისე დამოუკიდებლად.  სწავლის ხანგრძლივობა 9 თვეა. კურსის დასასრულს გაიცემა სერთიფიკატები.

ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები, რეზიდენტები და დოქტორანტები ტრადიციულად გადიან პრაქტიკას ევროპის წამყვან კლინიკებში (გერმანია, ავსტრია,   საფრანგეთი, ბელგია, თურქეთი, ბულგარეთი, და სხვ.).  ენების საკმარისად ფლობა, პროფესიულ სამედიცინო ცოდნასთან ერთად,  მათი  შერჩევის აუცილებელი პირობაა, რადგან ამ ქვეყნებში მხოლოდ შესაბამის ენაზე მოსაუბრე სპეციალისტებს ანიჭებენ უპირატესობას.
 
 ცენტრის ხელმძღვანელი, ასოც. პროფ.     მანანა ქუთელია

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 29, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტი, I სასწ.კორპუსი, II სართული, უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი
საკონტაქტო ტელეფონები: 54-25-10, 877 44-98-21

ყოველდღე, 10-დან 16 სთ-მდე.

 

 












www.tsmu.edu
© თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
შექმნილია 25.07.2001             განახლდა 28.12.2008