სასწავლო სამეცნიერო ცენტრები და კლინიკური ბაზები >> აბიტურიენტთა მომზადების ცენტრი

თსსუ-ის მოსამზადებელი ცენტრი
 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის   მოსამზადებელი ცენტრი ითვალისწინებს რა:

1. საქართველოს სამედიცინო საზოგადოების, ასევე სტუდენტების (როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოალაქეების) თხოვნას და დიდ სურვილს დავეხმაროთ საკუთარი ცოდნის ამაღლებასა და საერთაშორისო დონის მიღწევაში
2. შესაძლებლობებს, უნივერსიტეტის სივრცეში თავი მოუყაროს საქართველოში არსებულ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო კადრს (ექიმები,პედაგოგები) და შეძლებისდაგვარად, ხელი შეუწყოს უცხოეთში მოღვაწე მოქალაქეებს, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სტუდენტებს და ექიმებს
3 .ტექნიკურად კარგად აღჭურვილი ბიბლიოთეკის კომპიუტერული  ბაზის და სპეციალური სახელმძღვანელოების ფონდის გამოყენების შესაძლებლობებს
4. დასავლეთის წამყვანი ქვეყნების უნივერსიტეტების სამედიცინო კადრების მომზადების და გადამზადების
გამოცდილებას უცხოეთის უმაღლეს სამედიცინო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა  განათლების კომისიის მოთხოვნების შესაბამისად

აცხადებს  მედიკოსი სტუდენტების და ექიმების მიღებას USMLE პროგრამით ინგლისურ ენაზე მოსამზადებლად. საწყის ეტაპზე მომზადება იწარმოებს (Step-I) პრეკლინიკურ დისციპლინებში:

1.ანატომია
2.ჰისტოლოგია,ემბრიოლოგია
3.ფიზიოლოგია
4.ბიოქიმია
5.მიკრობიოლოგია, იმუნოლოგია
6. პათოლოგია
7.ფარმაკოლოგია
8.ქცევათმეცნიერება
9.გენეტიკა
10.ბიოსტატისტიკა

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ მისამართზე:
ვაჟა-ფშაველას 29, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  პირველი სასწავლო კორპუსი,  პირველი სართული (მედქალაქის ტერიტორია)
ტელეფონი:  54-25-30:  21-53-59 (20სთ-ის შემდეგ)
მობილური: 8(93)30-70-46 საკონტაქტო პირი-გია სულაბერიძე
ელ.ფოსტა prep@tsmu.edu 
საბუთების მიღება იწარმოებს  1ოქტომბრიდან   1ნოემბრამდე ყოველდღიურად (კვირის გარდა)   10.00-დან  18-00საათამდე


ძვირფასო აბიტურიენტებო და მშობლებო!

მოხარული ვართ, რომ თქვენი არჩევანი შეჩერდა თსსუ-ის მოსამზადებელ ცენტრზე.

თსსუ-ის მოსამზადებელი ცენტრი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და ცენტრის დებულებით.

ცენტრის ძირითადი მიზანია: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საგამოცდო საგნებში მოსამზადებელი პირისათვის (აბიტურიენტისათვის) სრულფასოვანი ცოდნის მიცემა, მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და მომავალი სტუდენტების საუნივერსიტეტო სწავლებასთან ადაპტაციის უზრუნველყოფა. აბიტურიენტის სურვილით მისი ან მშობლის (მეურვის) მიერ საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით მომზადების ცენტრში დადგენილია სწავლების ოპტიმალური გადასახადი.

ცენტრში აბიტურიენტთა მომზადება მოხდება იმ საგნებში, რომელიც ბარდება ყველა ტიპის უმაღლეს სასწავლებლებში (გარდა სახელოვნებო და სპორტისა), ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ლიტერატურა, უცხო ენა (რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული), ზოგადი უნარები, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა), საქართველოს ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები.

ცენტრში სწავლება მიმდინარეობს  ქართულ და უცხო ენაზე.

ცენტრში აბიტურიენტების მოსამზადებლად მოწვეულნი არიან თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა დისციპლინების შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
იმისათვის, რომ თქვენი და ცენტრის თანამშრომლების ერთობლივი შრომა იყოს წარმატებული, აბიტურიენტი უნდა ფლობდეს გარკვეულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს: მათემატიკაში – საშუალო სკოლის პროგრამას, ინგლისურ ენაში Pre Intermediate Level,  გერმანულში – Grundstufe III დონეს, ფრანგულში Le niveau debutant დონე და ა. შ.

2008-2009 სასწავლო წელს ცენტრში ჩარიცხულ 90 აბიტურიენტიდან 87 აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და გახდა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი.   ჩარიცხულთა   უმეტესობას  მიენიჭა სახელმწიფო სასწავლო   გრანტი.

ერთობლივი ძალისხმევითა და მონდომებით გისურვებთ წარმატებებს მომავალ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბების ურთულეს, წინააღმდეგობებით აღსავსე და საინტერესო გზაზე.

პატივისცემით,
ცენტრის  დირექტორი  გრიგოლ  სულაბერიძე

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ მისამართზე:
ვაჟა-ფშაველას №29 
prep@tsmu.edu
თსსუ-ის I სასწავლო კორპუსი, I სართული (ყოფილი კოლეჯის ტერიტორია)
ტელეფონები: 54-25-31; 54-25-30; 893 30-70-46 
ყოველ დღე კვირის გარდა 10დან 17 სთ-მდე


მოსამზადებელი პროგრამა

პროგრამის კურიკულუმი

მეცადინეობის პერიოდი: 19 ოქტომბრიდან  მომავალი წლის   ივნისის ბოლომდე (36 სასწავლო კვირა).
სტუდენტების, ექიმებისა და მაგისტრების სწავლების ხანგრძლივობა განისაზღვრება დამატებით მათ მიერ არჩეული მოსამზადებელი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით.
მეცადინეობის სიხშირე: კვირაში 6 დღე.
მეცადინეობის რაოდენობა: დღეში 2-3 მეცადინეობა.
მეცადინეობის ხანგრძლივობა: 1 მეცადინეობა - 1,5 ასტრონომიული სთ.
მეცადინეობები  ჩატარდება  3 ცვლად: I ცვლა - 0900-1210; II ცვლა - 1220-1530; III ცვლა - 1540 – 1850

პროგრამის აღწერა

1. ცხრა თვის განმავლობაში მომზადების ცენტრის მსმენელები ეუფლებიან საშუალო სკოლის პროგრამას და ემზადებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის.
2. სწავლის პერიოდში მომზადების ცენტრის მსმენელებს თითოეულ საგანში უტარდებათ 8 შუალედური ჩათვლა და ერთიან ეროვნულ გამოცდებთან მიახლოებული დამამთავრებელი გამოცდა.
3. ყოველი თემის გავლის შემდეგ თითოეულ საგანში წერენ საკონტროლოს განვლილ მასალაზე.
4. ყოველი ჩათვლის წინ რამდენიმე მეცადინეობა განვლილი მასალის გამეორება ეთმობა, ხოლო ჩათვლის შემდგომ მეცადინეობაზე მოხდება დაშვებული შეცდომების ანალიზი და გასწორება.

საგნების აღწერა

1. მათემატიკა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან საშუალო სკოლის პროგრამას, თეორიულ მასალაზე დაყრდნობით სწავლობენ მაგალითების, ლოგიკური ამოცანების, სავარჯიშოების ამოხსნას.
(იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა მათემატიკა 2009")
2. ზოგადი უნარები – ცენტრის მსმენელები ვარჯიშობენ ლოგიკურ აზროვნებაში, ბლიც-ტესტებში, უტარდებათ ტრენინგები , ინტელექტუალური თამაშები  და სხვა.
(იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "ზოგადი უნარები 2009")
3. ინგლისური ენა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან ენის შუალედურ დონეს Intermediate Level (ლექსიკა, გრამატიკა, კითხვითი და სმენითი უნარ-ჩვევები).
(იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "ინგლისური ენა 2009").
4. გერმანული ენა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან ენის Mittelstufe I დონეს (ლექსიკა, გრამატიკა, კითხვითი და სმენითი უნარ-ჩვევები).
(იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "გერმანული ენა 2009").
5. ფრანგული ენა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან ენის Le niveau intermaidiaire (ლექსიკა, გრამატიკა, კითხვითი და სმენითი უნარ-ჩვევები).
(იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "ფრანგული ენა 2009").
6. რუსული ენა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან საშუალო სკოლის პროგრამის შესაბამის მასალას.
(იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "რუსული ენა 2009").
7. ქართული ენა და ლიტერატურა – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან გრამატიკისა და პრაქტიკული სტილისტიკის აქტუალურ საკითხებს, რათა სათქმელი თანმიმდევრულად, ნათლად, ზუსტად და სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით გადმოსცენ.
(იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "ქართული ენა და ლიტერატურა 2009").
8. ქართული ლიტერატურა – ცენტრი მსმენელს აძლევს ლიტერატურის ვრცელ და საფუძვლიან ცოდნას.
(იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "ქართული ენა და ლიტერატურა 2009").
9. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან საშუალო სკოლის პროგრამის შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ ჩვევებს: ბიოლოგია, ქიმიასა და ფიზიკაში.
(იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "საბუნებისმეტყველო მეცნიერებები 2009").
10. საქართველოს ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები – ცენტრის მსმენელები შეისწავლიან საშუალო სკოლის პროგრამის შესაბამის მასალას საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიაში.
(იხ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა "საქართველოს ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები 2009").

აკადემიური შინაგანაწესი:

• აკადემიურ ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობაა: 6 მსმენელი.
• სწავლის პერიოდში მსმენელებს თითოეულ საგანში ჩაუტარდებათ ჩათვლები: (8 ჩათვლა თითოეულ საგანში. ქართულ ენასა და ზოგად უნარებში პერიოდულად ნიშნიანი საკონტროლო წერები), ჩათვლისა და საკონტროლო წერების გრაფიკი გამოქვეყნდება წინასწარ.
• ცენტრის ყველა მსმენელს, მის მშობელს (მეურვეს) და მომზადების ცენტრის დირექტორს შორის სწავლის დაწყებამდე იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება ორივე მხარის უფლებები და მოვალეობები.
• დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია ხელშეკრულებაში.

მიღება

მომზადების ცენტრში მიიღებიან:  ა)  საშუალო სკოლის XI კლასის მოსწავლეები და საშუალო სკოლადამთავრებული აბიტურიენტები.  ბ)  პირები, რომელთაც აქვთ მიღებული საშუალო სკოლის შესაბამისი განათლება გ)უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც აქვთ მიღებული სრული საშუალო განათლება.  დ) ექიმები, მედიცინის ფაკულტეტის მაღალკურსელი სტუდენტები, რეზიდენტები.
აბიტურიენტების საბუთების მიღება დაიწყო   10 სექტემბრიდან და გაგრძელდება 10 ოქტომბრამდე.   USMLE მოსამზადებელ პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყება 1 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 1 ნოემბრამდე.

ჩარიცხვა

ცენტრში სწავლის მსურველთა ჩარიცხვა მოხდება  გასაუბრების საფუძველზე.
მსმენელს მოეთხოვება ცოდნა:
ქართულ ენასა და ლიტერატურაში – საშუალო სკოლის პროგრამა 10 კლასის ჩათვლით.
ინგლისურ ენაში Pre Intermediate Level როგორც ლექსიკის, ისე გრამატიკის ცოდნა
გერმანულ ენაში Grundstufe III დონე როგორც ლექსიკის, ისე გრამატიკის ცოდნა
ფრანგულ ენაში Le niveau debutant დონე როგორც ლექსიკის, ისე გრამატიკის ცოდნა
რუსულ ენაში –  საშუალო სკოლის პროგრამა 10 კლასის ჩათვლით
რუსულენოვან სექტორზე სწავლების მსურველს მოეთხოვება რუსული ენისა და ლიტერატურის საფუძვლიანი ცოდნა.
მათემატიკაში – საშუალო სკოლის პროგრამა 10  კლასის ჩათვლით
ზოგად უნარებში – ნებისმიერ სოციალურ-კულტურულ გარემოში მცხოვრები აბიტურიენტისათვის აუცილებელი, მინიმალური უნარ-ჩვევების ცოდნა.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) - საშუალო სკოლის პროგრამა 10 კლასის ჩათვლით.
საზოგადოებრივ მეცნიერებებში - საშუალო სკოლის პროგრამა საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიაში 10 კლასის ჩათვლით.

დოკუმენტები

მოსამზადებელ  ცენტრში სწავლების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

1. განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე (ე.წ. აპლიკაცია)
2. საშუალო სკოლის  დამთავრების ატესტატი (დედანი) ან ცნობა სკოლიდან   (აბიტურიენტებმა)
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი) ან ცნობა  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  (სტუდენტებმა, მაგისტრებმა, ექიმებმა)
4. ერთი  ფოტოსურათი  ¾
5. პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი.
6. 10 ლარიანი ქვითარი საბუთების მიღების მომსახურეობის ცენტრში სწავლის მსურველთა ჩარიცხვა ხდება  გასაუბრების საფუძველზე.

ფინანსები:
მოსამზადებელ  ცენტრში სწავლა ფასიანია. სწავლის ღირებულებას განსაზღვრავს  ცენტრი.
დოკუმენტების  მიღებასთან დაკავშირებული  ხარჯების ასანაზღაურებლად მოსამზადებელ ცენტრში შემსვლელებმა თსსუ-ის ბუღალტერიაში უნდა გადაიხადონ დადგენილი თანხა—10 ლარი.
სწავლების ღირებულება საგნების მიხედვით (იხ.დანართი1) 

 











www.tsmu.edu
© თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
შექმნილია 25.07.2001             განახლდა 28.12.2008