სასწავლო სამეცნიერო ცენტრები და კლინიკური ბაზები >> საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმაღლესი სკოლა

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის შემადგენლობაში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმაღლესი სკოლა. სკოლას ხელმძღვანელობს პროფესორი მამუკა ჯიბუტი.

სკოლის მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის მართვის კომპეტენტური კადრების მომზადება.

სკოლა ახორციელებს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული ხასიათის პროგრამებს, რომელიც კომპლექსურად შეიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს. სკოლა ასევე  ახორციელებს დიპლომისშემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსებს სამედიცინო და სხვა პროფესიის სპეციალისტებისათვის.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმაღლესი სკოლაში შექმნილია ექსპერტთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერები, დარგის პროფილური მიმართულებების ცნობილი სპეციალისტები:

1. პროფ. სიან გრიფიტი, ჰონგკონგის ჩინური უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დირექტორი;

2. ჯუდი ოვერალი, ნიდერლანდების სამედიცინო ინსტიტუტის ადამიანთა რესურსების განყოფილების ხელმძღვანელი, აშშ, ნიუ-ორლეანის ტულანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ტროპიკული მედიცინის სკოლის ჯანმრთელობის სისტემების მენეჯმენტის საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

3. პროფ. პეტრა რიემერ-ჰომელი, გერმანიის საარბრიუკენის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის პროფესორი;

4. კათი ჰებერტი, აშშ, ლუიზიანას კარდიოლოგიური სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ჰარვარდის ჯანდაცვის  სკოლის მაგისტრი;

5. ელინ გურსკი, აშშ, არლინგტონის ANშEღ და ანალიზური მომსახურების ცენტრის ეპიდემიოლოგი;

6. პეგი ჰონორი, ფინანსების, მენეჯმენტის და მართვის ექსპერტი, უმაღლესი კომპეტენციის სპეციალისტი საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და უმაღლესი განათლების ადმინისტრირებაში;

7. რონ ჰორსველი, ფილოსოფიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ბიოსტატისტიკოსი, აშშ, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პენინგტონის ბიოსამედიცინო კვლევების ცენტრის თანამშრომელი;

8. ზაზა ქაცარავა, გერმანიის ესენის უნივერსიტეტის ნევროლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელი, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერების მაგისტრი, კლინიკური ეპიდემიოლოგი;

9. დანიელ ვესტი, აშშ, პენსილვანიის სკრენტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ადმინისტრირების და ადამიანთა რესურსების დეპარტამენტის თანამშრომელი;

10. მაქსუტ კულჩანოვი, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, ყაზახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის რექტორი.

 










www.tsmu.edu
© თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
შექმნილია 25.07.2001             განახლდა 28.12.2008